დღის სიახლეებისიახლეებისილამაზის და ესთეთიკის ცენტრები

ყოველთვის ინოვაციების ეპიცენტრში – ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის დელეგაცია Dubai Derma-ს საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

0
გაზიარება

#EUAESTHETIC-ის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით დუბაიში იმყოფებოდა, სადაც ესთეტიკურ მედიცინაში-კანის მოვლის მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებთან და ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად, გლობალურ- დერმატოლოგიურ ლანდშაფტში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

Dubai Derma – განსაკუთრებული პლატფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამეცნიერო ინფორმაციისა და ინოვაციების გაზიარებას დერმატოლოგიის, კანის მოვლისა და ლაზერის სფეროში

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო დუბაი დერმას საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრება. მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, გავიზიარეთ ინოვაციები ესთეტიკის სფეროში, ასევე ძალიან საინტერესო იყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს მოწინავე კომპანიები, რომლებიც მუდმივად გვთავაზობენ ახალ ტექნოლოგიებს, მკურნალობის მეთოდებს და გვაცნობენ სტანდარტებს, რომლებსაც პრაქტიკაში ვიყენებთ. ვიზიტის ფარგლებში შევხვდით სპიკერებს მთელი მსოფლიოდან, გავუზიარეთ გამოცდილება და მივიღეთ ახალი უნარები. მოხარულები ვართ, რომ შევიძინეთ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლებთან ერთადაც ძალიან მალე საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ” – ეთერ სანაია, ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი ხელმძღვანელი

Dubai Derma ყოველწლიურად Index Conferences & Exhibitions-ის ორგანიზებით იმართება და აერთიანებს მაღალი დონის სპიკერებს, ქირურგებს, კანის მოვლის პრაქტიკოსებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!