ხუთი ყველაზე ორიგინალური ცათამბჯენი მსოფლიოში:
Umeda Sky: ოსაკას საკულტო ღირსშესანიშნაობა
ოსაკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შენობა, იაპონელი არქიტექტორის ჰიროში ჰარას Umeda Sky არის. მისი მშენებლობა დასრულდა 1993 წელს და შედგება ორი კოშკისგან, რომლებიც სახურავზე არსებული ხიდით უკავშირდება ერთმანეთს. ესკალატორი კვეთს ფართო სივრცეს ორ კოშკს შორის და გთავაზობთ ქალაქის წარმოუდგენელ პანორამებს.
ეს ოჯახებისთვის პოპულარული ადგილია. სტრუქტურა ასევე შეიცავს ბაღებს, რესტორნებსა და კინოთეატრს.
შენობა თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო 1988 წლის „ჰაერის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში და გამიზნული იყო ჰქონოდა ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული კოშკი, თუმცა იაპონიის ეკონომიკის ვარდნამ აიძულა პროექტი შეემცირებნათ.
შენობის ქვემოთ არის მიწისქვეშა კვების დარბაზი, რომელიც შექმნილია მე-20 საუკუნის დასაწყისის შუა პერიოდის იაპონიაზე, ქვაფენილის ქუჩებით, კრამიტით დაფარული სახურავებით და ტრადიციული გისოსებით.
Burj Khalifa: მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა
2010 წლის იანვარში გახსნის დღიდან, დუბაის ბურჯ ხალიფამ – შესანიშნავად შეინარჩუნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის წოდება. ის 163 სართულისგან შედგება.
ინოვაციური ცათამბჯენი იყენებს “ცის წყაროს” სავენტილაციო სისტემას, რომელიც უფრო გრილი ჰაერის ნაკადს აწვდის შენობის ზედა ნაწილს.
იგი შექმნილია სამწახნაგოვანი ფორმით, შთაგონებული ადგილობრივი Hymenocallis-ის ყვავილით, რომელიც ამცირებს ქარის ძალებს მისი Y- ფორმის მეშვეობით. კოშკი მოიცავს დიდ პოდიუმს და უზარმაზარ სარდაფს, რომელიც მოიცავს 2 მილიონ კვადრატულ ფუტს.
Norddeutsche Landesbank: გერმანიის ლეგოს მსგავსი ცათამბჯენი
Norddeutsche Landesbank-ის სათაო ოფისი ჰანოვერში 2002 წელს აშენდა. 230-ფუტიანი სტრუქტურა მოიცავს ბლოკების სერიას, რომლებიც განლაგებულია ერთმანეთის კუთხით, რათა შექმნან სტაბილიზირებული სილუეტი.
შენობის საპროექტო ნაწილები დაფარულია ფოლადის კაბელების და შუშის მსუბუქი საფარით, რაც ქმნის მოქნილ სტრუქტურას.
მისი, ყველაზე შთამბეჭდავი მახასიათებელია სამი “ტბა” შიდა ეზოს შუაში, რომელიც ეხმარება შენობის გათბობას, ვენტილაციას და კონდიცირებას.
Kingfisher Towers: ბანგალორის თეთრი სახლი
ცათამბჯენის თავზე არსებული რეზიდენცია მსოფლიოს მასშტაბით დიდ პოპულარობით სარგებლობს.
სახლი აშენდა არქიტექტურული ფირმა Prestige Groups-ის მიერ ინდოელი ბიზნესმენის ვიჯაი მალიასთვის, რომელიც ცნობილია როგორც “დროსტარების მეფე” მისი მდიდრული ცხოვრების წესის გამო.
40,000 კვადრატული ფუტის სასახლე მდებარეობს Kingfisher Towers-ის თავზე, UB City ბიზნეს უბანში ინდოეთში და ამაყობს 360-გრადუსიანი ხედით ქალაქზე. თავად ცათამბჯენი არის 34 სართულიანი და უკავია 4,5 ჰექტარი მიწა. თავის მხრივ, სასახლე, სავარაუდოდ, ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლის მოდელის მიხედვით იყო შექმნილი.
AlDar HQ: აბუ დაბის წრიული ცათამბჯენი
MZ Architects-ის მიერ დაპროექტებული, არაბეთის პირველი წრიული ნაგებობა მდებარეობს ადამიანის მიერ შექმნილ ნახევარკუნძულზე, ალ-რაჰას პლაჟზე, აბუ დაბიში და ამაყობს როგორც მიმდებარე ქალაქის, ასევე ზღვის თვალწარმტაცი ხედებით.
ცნობილი როგორც მონეტის შენობა, იგი მოიცავს ორ წრიულ ამოზნექილ ფასადს, რომლებიც დაკავშირებულია ჩაღრმავებული მინის ვიწრო ზოლით.
AlDar HQ ითვლება აბუ დაბის ერთ-ერთ პირველ ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობად. იგი აერთიანებს ზოგიერთ ეკოლოგიურ მახასიათებელს.
მრგვალი ფორმა და მოხრილი მხარეები ასევე საშუალებას აძლევს მას გაუძლოს ძლიერ ქარებს და უდაბნოს ქარიშხალს, ხოლო ექსტერიერი დაფარულია LED განათებით.