ეგვიპტე უმსხვილესი ქვეყნების რეიტინგში მე-10 ადგილზეა, სადაც 2024 წლის იანვარ-თებერვალში დიდი რაოდენობით ქართული წარმოების პროდუქცი გავიდა, მისი წილი ადგილობრივ ექსპორტში 2.3% იყო.
2024 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ეგვიპტეში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტი 42 307%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ეგვიპტეში 8,695 მლნ დოლარის ღირებულების ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 20 500 დოლარი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ეგვიპტეში 5 ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა :
- ფეროშენადნობები – 8,597 მლნ დოლარი
- ფანერა და პანელები – 77 080 დოლარი
- მოწყობილობები საფეიქრო ნართის გასარეცხად/გასაშრობად 5 420 დოლარი
- ვიწრო ქსოვილები – 3 590 დოლარი
- საბეჭდი მოწყობილობა – 3 400 დოლარი
- გადასაყვანი სურათები – 2 850 დოლარი