საქსტატის მონაცემებით საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მესამედზე მეტით შემცირდა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა. ძირითადი საექსპორტო ქვეყნები კი ყირგიზეთი და ყაზახეთი იყო
თუ 2023 წელს ქვეყანამ უცხოეთში 402,729 მლნ დოლარის (28 868 ერთეული) მანქანა იყიდა, წელს ეს მაჩვენებელი 258,122 მლნ დოლარამდე (17 515 ერთეული) შემცირდა.
top-5 ქვეყანა, სადაც 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ავტომობილები გადის:
- ყირგიზეთი – 122,256 მლნ დოლარი (3 345 ერთეული)
- ყაზახეთი – 76,388 მლნ დოლარი (5 657 ერთეული)
- აზერბაიჯანი – 37,075 მლნ დოლარი (1 750 ერთეული)
- სომხეთი – 15,695 მლნ დოლარი (1 002 ერთეული)
- ტაჯიკეთი – 3,652 მლნ დოლარი (236 ერთეული)
top-5 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ავტომობილები შემოვიდა:
- აშშ – 151,167 მლნ დოლარი (12 128 ერთეული)
- იაპონია – 33,417 მლნ დოლარი (2 004 ერთეული)
- გერმანია – 31,141 მლნ დოლარი (1 083 ერთეული)
- კორეის რესპუბლიკა – 6,515 მლნ დოლარი (395 ერთეული)
- ჩინეთი – 5,212 მლნ დოლარი (384 ერთეული)