ბიტკოინის ფასი რეკორდული შედეგების შემდეგ უკან სვლას და დაცემას განაგრძობს, რაც თავისთავად იწვევს, სხვა კრიპტოაქტივების ფასების კლებას.
19 მარტის კურსით (16:45 თბილისის დროით), ბიტკოინი 63 610 დოლარად ივაჭრება, როდესაც 4 დღის წინ, მისმა ღირებულებამ 74 000 დოლარს გადააჭარბა.
ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან თითქმის 35%-ით გაიზარდა, რასაც ხელი ბიტკოინის ETF-ის გაშვებამ შეუწყო. უნდა ითქვას ისიც, რომ 25 თებერვლიდან, იგი 51 772.9 დოლარიდან, თითქმის 15%-ით გაიზარდა.
ბიტკოინის უკანასკნელი ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ისიც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა და მსხვილმა კრიპტო-ინვესტორმა MicroStrategy-მ 3000 ბიტკოინი, 155,4 დოლარად იყიდა.