რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მაისიდან ზესტაფონის შემოვლითი მონაკვეთით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, რომლებსაც მოჰყვება დარჩენილი მონაკვეთების გახსნაც.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, 2024 წელს ასევე დასრულდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობა.
„ასევე, აქტიურად მიმდინარეობს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მონაკვეთების მშენებლობა და გათვალისწინებულია, რომ თბილისი-ბათუმის გზის ძირითადი მონაკვეთები წელს დასრულდეს, რაც საბოლოო ჯამში თბილისიდან ბათუმამდე 3-3.5 საათში გადაადგილების შესაძლებლობას მოგვცემს.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის სრული დაცვით ხორციელდება. არა მხოლოდ კომფორტულ გადაადგილებაზე გვაქვს საუბარი, არამედ უსაფრთხო კომფორტულ გადაადგილებაზე.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გზის მშენებლობის გარდა, ხდება შესაბამისი სივრცეების მოწყობა, სადაც ტრადიციული ადგილები უკვე ამ სივრცეში განვითარდება, ეს იქნება ნაზუქები, თიხის ნაკეთობები, ცნობილი ყავების ქუჩა ზესტაფონში და ა.შ. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, რა თქმა უნდა. ამ სივრცეების მოწყობით უკვე ბევრად მეტი შესაძლებლობა იქნება მათ შორის ინფრასტრუქტურულად. იქნება ელემენტარული სანიტარული პირობები წარმოდგენილი. რეალურად ეს იქნება ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გააფართოონ და გაზარდონ თავიანთი საქმიანობა. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ გზების მშენებლობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობები ჩნდება იმ ადგილებში დასახლებული ადამიანებისათვის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ