2024 წლის თებერვალში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, წლიურად გაზრდილია. ინფორმაცია ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 49%-ით გაიზარდა. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ასევე გაზრდილია ტრანზაქციის საშუალო ზომაც.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, ახალი იპოთეკური სესხების მოცულობები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, ხოლო თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები წლიურად შემცირებულია.