საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი ყოველწლიურად ფაიზრდება – ამას ადასტურებს 2023 წლის დემოგრაფიული ანგარიში, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც წლიურ ჭრილში 14%-ით შემცირდა.
ანგარიშის თანახმად, 18 ათასამდე ქორწინება პირველი ქორწინება იყო, ხოლო 4 ათასი ქორწინება განმეორებითი.
პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წელს შეადგენდა (ზრდა წინა წელთან 0.3 წელი), ხოლო კაცებისთვის 32.1 წელი (ზრდა წინა წელთან 0.2 წელი).
სტატისტიკის მიხედვით, პირველი ქორწინებისას წყვილის საშუალო ასაკი სტაბილური ტემპით იზრდება. 2017 წელთან შედარებით ქალების ქორწილის საშუალო ასაკი 2.3 წლით, კაცების შემთხვევაში კი 1.9 წლით გაიზარდა.