საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.