მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში კიტრის იმპორტი 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. კიტრის იმპორტმა 1.235 მლნ დოლარი (3 261 ტონა) შეადგინა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში – 1.022 მლნ დოლარი (2 701 ტონა).
საქართველოში კიტრის იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი და ირანი არიან. აღნიშნული ქვეყნებიდან იმპორტირებული 1 კგ კიტრი ქვეყანას დაახლოებით 0.38 დოლარი (კურსით 1.02 ლარი) უჯდება. რაც შეეხება პომიდორს, ის საქართველოში თურქეთიდან, აზერბაიჯანისა და ირანიდან შემოდის. 1 კგ იმპორტირებული პომიდვრის ფასი საშუალოდ 0.42 დოლარია (კურსით 1.13 ლარი).
საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული კიტრის ფასი 4 ლარიდან 7 ლარამდე მერყეობს, ხოლო პომიდვრის ფასი 5 ლარიდან 9 ლარის ფარგლებში.
საქართველოში იმპორტირებული პომიდორი საშუალოდ 340-700%-იანი, ხოლო კიტრი – 290-590%-იანი ფასნამატით იყიდება.