2021-2023 წლებში ზოგიერთ რეგიონში სასმელი წყლის ტარიფები საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
„ყურადღება მიიქცია შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ დადგენილმა ტარიფებმა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის: 2021-2023 წლებში ტარიფი იყო 6.503 თეთრი 1 კუბ/მ, ხოლო 2024-2026 წლებისთვის შეადგენს – 8.807 თეთრს. ამავე კატეგორიის მომხმარებლებისთვის გაიზარდა ტარიფი ქ. რუსთავშიც – იყო 3.705 თეთრი, დადგინდა ახალი ტარიფი 6.500 თეთრის ოდენობით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
საანგარიშო პერიოდში სასმელი წყლის ზღვრული ტარიფი უმნიშვნელოდ შემცირდა იმ რეგიონებში, სადაც ოპერირებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.