საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი დოლარის 15.3 ტონა.
საქართველოში მოცვის იმპორტიორი ქვეყანა ძირითადად ნიდერლანდებია.
2024 წლის პირველ ორ თვეში 1კგ ლურჯი მოცვის იმპორტი ქვეყანას 11.3 დოლარი დაუჯდა (კურსით 30.3 ლარი), ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 11.6 დოლარი, შესაბამისად საიმპორტო ფასი 2.6%-ით შემცირდა.
საქართველოში სხვადასხვა სუპერმარკეტში 1კგ-ს ფასი ძირითადად 80 ლარის ფარგლებში მერყეობს. მონაცემები აჩვენებს, რომ მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება.