დღის სიახლეებისიახლეები

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

0
გაზიარება

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს.

რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი საქართველოში 1.18-დოლარს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, ბენზინი ყველაზე ძვირი შემდეგ 10 ქვეყანაშია:

  • ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 3.01 დოლარი
  • სინგაპური – 2.09 დოლარი
  • ფინეთი – 2.08 დოლარი
  • ნიდერლანდები – 2.06 დოლარი
  • შვეიცარია – 2.05 დოლარი
  • ალბანეთი – 2.05 დოლარი
  • დანია – 2.04 დოლარი
  • საბერძნეთი – 2.04 დოლარი
  • ურუგვაი – 2.01 დოლარი
  • ნორვეგია – 1.96 დოლარი

ქვეყნებi, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია, ათეული ასე გამოიყურება:

  • ლიბია – 0.03 დოლარი
  • ეგვიპტე – 0.25 დოლარი
  • ალჟირი – 0.33 დოლარი
  • ქუვეითი – 0.34 დოლარი
  • მალაიზია – 0.43 დოლარი
  • ვენესუელა – 0.50 დოლარი
  • ყაზახეთი – 0.52 დოლარი
  • ბოლივია – 0.54 დოლარი
  • კატარი – 0.57 დოლარი
  • რუსეთი – 0.57 დოლარი

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!