წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია გავიდა, წინა წლის იანვარ-მარტში – 1,359 მლნ კვტ-სთ (88.35 ათასი აშშ დოლარი).
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდა, თუმცა ფასი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველომ 438,4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაში 1,856 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, 2023 წლის 3 თვეში კი 600,331 მლნ კვტ.სთ-ში 762.35 ათასი აშშ დოლარი.
ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ვიყიდეთ და გავყიდეთ წელს (3 თვეში) ელექტროენერგია.
იმპორტიორები:
- აზერბაიჯანი – 1,386 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთი – 469.8 ათასი აშშ დოლარი
ექსპორტიორები:
- აზერბაიჯანი – 912.7 ათასი აშშ დოლარი
- სომხეთი – 350.4 ათასი აშშ დოლარი
ასევე, უმნიშვნელო მოცულობით, ექსპორტიორი იყო თურქეთიც.