დღის სიახლეებისიახლეები

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

0
გაზიარება

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა.

შედარებისთვის: რეიტინგის ლიდერ შვეიცარიაში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 17 290 ლარია, ხოლო ყველაზე დაბალი – 345 ლარი ეგვიპტეშია.

რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს, ასევე, ომში მყოფ უკრაინას უსწრებს.

აზერბაიჯანში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 141 ლარია და ქვეყანა 75-ე ადგილზეა, ხოლო უკრაინა 1 038 ლარით 79-ე ადგილზეა.

რეიტინგში საშუალო ხელფასის ოდენობით საქართველოზე წინ არიან სომხეთი, თურქეთი და რუსეთიც.

სომხეთში საშუალო ხელფასი 1 774 ლარია. მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგში 55-ე პოზიციას იკავებს.

მხოლოდ ერთი საფეხურით დაბლა, 56-ე ადგილზეა თურქეთი, სადაც საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 763 ლარია.

10 პოზიციით დაბლა, 66-ე ადგილზეა რუსეთი, სადაც საშუალო ხელფასი 1 477 ლარია.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!