მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა. წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი
მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის ღირებულების 43 ტონა მარწყვი, მაშინ როცა გასული წლის მაჩვენებელი 93 ტონა იყო (123 ათასი დოლარი). ეს ნიშნავს იმას, რომ წელს მარწყვის ექსპორტი 56%-ით შემცირდა.
მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს მარწყვის საიმპორტო ფასი 1,5 დოლარი (კურსით 4 ლარი) იყო, ხოლო ქართული წარმოების მარწყვის საექსპორტო ფასი 1.3 დოლარი (კურსით 3.5 ლარი) იყო.
სუპერმარკეტებში 1 კგ იმპორტირებული მარწყვის ფასი 15 ლარიდან იწყება, ხოლო ქართული წარმოების მარწყვის ფასი 25 ლარიდან. ბაზრებზე კი 1 კგ ქართული წარმოების მარწყვის ფასი 6,5 ლარიდან, ხოლო იმპორტირებულის 6 ლარიდან იწყება.
მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი ფასნამატით, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება.