ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს.
ახალი ქართული კარტოფილი, სხვადასხვა ქსელურ მარკეტში 1კგ-ის ფასი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ბაზრებში ერთი კილოგრამი ახალი კარტოფილის ფასი 5 ლარიდან იწყება.
საქსტატის ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში იმპორტირებულია 203 ათასი დოლარის 773 ტონა კარტოფილი, ხოლო ექსპორტირებულია 55.5 ათასი დოლარის 146 ტონა ქართული წარმოების კარტოფილი.
მონაცემების მიხედვით, 1 კგ კარტოფილის (ჯამურად ყველა სახის) საიმპორტო ფასი მარტში 0.26 დოლარს შეადგენდა (კურსით 70 თეთრი), ხოლო ქართული წარმოების საექსპორტო ფასი 0.38 დოლარს (კურსით 1 ლარი).
საქართველოში ალუჩის იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა ცალკე არ მუშავდება, შესაბამისად, დაზუსტებით არ გვაქვს ინფორმაცია რა რაოდენობის ალუჩა შემოვიდა და გავიდა ქვეყნიდან და რა ფასად.