ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 2,39 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,82 ათასი ტონა) შედარებით 0,57 ათასი ტონით ანუ 31,3%-ით მეტია.
ამ პერიოდში საცხებ-საპოხი მასალები ყველაზე დიდი მოცულობით – 0,68 ათასი ტონა თურქეთიდან შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 28,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 0,45 ათასი ტონა (18,8%); ირანი – 0,27 ათასი ტონა (11,3%); გერმანია – 0,24 ათასი ტონა (10%), და სხვ.
2024 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტმა 10,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (10,6 ათასი ტონა) შედარებით 0,3 ათასი ტონით ანუ 2,8%-ით მეტია.
აღნიშნულ პერიოდში საავიაციო ნავთის იმპორტის 49,5% (5,4 ათასი ტონა) საბერძნეთიდან განხორციელდა, 41,3% (4,5 ათასი ტონა) – თურქმენეთიდან, 6,4% (0,7 ათასი ტონა) – რუმინეთიდან, 2,8% (0,3 ათასი ტონა) – რუსეთიდან.