Eurostat-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს ევროკავშირში 20-64 წლის ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმებულები ძირითად სამსახურში საშუალოდ 36.1 საათი მუშაობდნენ.
მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე ბევრს, საბერძნეთში კვირაში 39.8 საათს, რუმინეთში 39.5 საათს, პოლონეთში 39.8 საათს, ხოლო ბულგარეთში 39 საათს მუშაობდნენ.
რეიტინიგის მიხედვით ყველაზე ცოტა -32.2 საათი ნიდერლანდებში იმუშავეს, რომელსაც ავსტრია 33.6 საათით და გერმანია 34 საათით მოსდევს