Tasteatlas-მა ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების ასეული გამოაქვეყნა, სადაც საფერავმა მე-6 ადგილი დაიკავა, ასეულში ასევე მოხვდა თავკვერსა, რომელიც რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებს.
საუკეთესო ევროპული წითელი ღვინოების ათეული:
- Barlo – იტალია;
- Châteauneuf-du-Pape – საფრანგეთი;
- Amarone della Valpolicella – იტალია;
- Ribera del Duero – ესპანეთი;
- Primitivo – იტალია;
- Saperavi – საქართველო;
- Montepulciano d’Abruzzo – იტალია;
- Brunello di Montalcino – იტალია;
- Rioja – ესპანეთი;
- Burgundy – საფრანგეთი.
„საფერავი არის მდგრადი წითელი ქართული ყურძენი, რომელიც წარმოიშვა აღმოსავლეთ კახეთის რეგიონში და მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ დომინანტურია საქართველოში, მცირე რაოდენობით მოჰყავთ ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონებში, ავსტრალიაში და შეერთებულ შტატებში“ – აღნიშნულია საფერავის აღწერაში.