დღის სიახლეებისიახლეები

1-ლი ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი წესი ამოქმედდა

0
გაზიარება

2024 წლის 1-ლი ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი წესი ამოქმედდა. მათ შორის, ზოგიერთი გარკვეულ ვალდებულებებს უწესებს საჯარო/კერძო ორგანიზაციებს, ზოგი დასაქმებულებს და ა.შ.

1-ლი ივნისიდან საჯარო და რიგი კერძო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

1-ლი ივნისიდან ძალაში შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის დანაწესი, რომლის თანახმად, ყველა საჯარო დაწესებულება და რიგი კერძო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. თუ ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არ ეყოლებათ, გაფრთხილება მხოლოდ ერთხელ მიეცემათ, შემდეგ კი დაჯარიმდებიან. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას არ ჰყავს ოფიცერი და მისი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა, შესაძლოა, დაწესდეს. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის ბრუნვაზე და 1 000 ლარიდან 20 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მკაცრდება კონტროლი ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დაცვაზე

2024 წლის 1-ლი ივნისიდან ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევაზე ფულადი სანქციები ამოქმედდება. ჯარიმები სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე განსხვავებულია და 2-5 ათასის ფარგლებში მერყეობს. კერძოდ:

  • ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას;
  • ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე;
  • ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის წინასწარი თანხმობის გაცემის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას;
  • ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის წარმოების, საწარმოო პროცესში ნაერთის გამოყენების, მოპყრობისა და მათი რეალიზაციის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

1 ივნისიდან ჯარიმები ამოქმედდა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე

საპენსიო სააგენტომ დაამტკიცა წესი, რომლის თანახმადაც უფლებამოსილია საპენსიო შენატანების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი განსაზღვრულია ჯარიმები. კონკრეტულად: დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

ასევე 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევაზეც (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა), როგორც პირველ, ისე განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.  დოკუმენტის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდება ის თვითდასაქმებულიც, ვინც დაარღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას.

1 ივნისიდან ახალი სახის ჯარიმები ამოქმედდა აზარტულ თამაშობებთან მიმართებაში

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაში გამოიწვევს ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 15 ათასი ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება.

25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვების შემთხვევაში, თამაშობის ორგანიზატორი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, ქმედების/დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი სანქცია 20 ათას ლარს შეადგენს.

2024 წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა გამოიწვევს 40 ათასი ლარით დაჯარიმებას.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!