დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა

0
გაზიარება

2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – რაც შეეხება უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, 2023 წელს გერმანიაში 1193 მოქალაქე დასაქმდა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 20 მაისამდე კი 424, – ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით დასაქმებულ სოციალურ დაუცველთაგან პროგრამას 7 078 პირი სხვადასხვა მიზეზით გამოეთიშა.

„2023 წლის მდგომარეობით, სულ დასაქმდა 39 999 სოციალურად დაუცველი, აქედან 32 921 პირს აქვს აქტიური ხელშეკრულება, ხოლო 7 078 პირი პროგრამას გამოეთიშა სხვადასხვა მიზეზით. 2023 წლის მდგომარეობით, ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 20 096 მოსარგებლე; მათ შორის, 2023 წელს დასაქმდა 11 124 პირი, მათ შორის, 317 შშ პირი. 2023 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 2 386 პირმა. 22 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ფარგლებში ჯამში მიმართვა განახორციელა 86 151 მოქალაქემ, მათ შორის, 14 757 პირმა 2023 წელს. 2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სააგენტომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვის მიზნით, 29 417 სოციალურად დაუცველთან გააფორმა ხელშეკრულება,

2023 წლის 1-ელი მარტისთვის სამინისტროში შემოსული ანგარიშების საფუძველზე, საშუამავლო კომპანიების დახმარებით, 2022 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ დასაქმდა საქართველოს 255 მოქალაქე. რაც შეეხება განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ არსებულ მარეგულირებელ ნორმებს, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება. ამავდროულად, სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიები ანგარიშებს წარადგენენ წელიწადში ორჯერ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ოფიციალური მონაცემები შემდეგია: 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი გაიცა 13 საშუამავლო კომპანიაზე; 2024 წლის 1-ელი მარტისთვის ანგარიშვალდებული იყო 2 საშუამავლო კომპანია, რომელთა მიერაც, წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ამ კომპანიების დახმარებით, საზღვარგარეთ დასაქმდა საქართველოს 69 მოქალაქე“, – აღნიშნულია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში უცხო ქვეყნის 1196 მოქალაქე დასაქმდა.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლამდე მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, სამინისტროში შემოსული ანგარიშების საფუძველზე, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში დასაქმდა 1196 უცხო ქვეყნის მოქალაქე; განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდში, ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდა საქართველოში დასაქმებული 25079 უცხო ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაცია,

2024 წლის პირველ კვარტალში, გაგრძელდა უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების მზარდი დინამიკა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, შთამბეჭდავად − 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მილიონ 402 ათასი შეადგინა. დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“, – ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტი მოიცავს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!