Statista.com-მა 2024 წლის უმსხვილესი სუვერენული ფონდების ტოპ 10-ეული გამოაქვეყნა. პირველი ადგილი კვლავ ნორვეგიის მთავრობის გლობალურმა საპენსიო ფონდმა დაიკავა.
ეს არის უმდიდრესი სუვერენული ფონდი მსოფლიოში, რომელმაც 2023 წელი რეკორდული მოგებით დახურა – საუბარია 213 მილიარდი დოლარის მოგებაზე, რაც ფონდის მიერ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში გახსნილი პოზიციების საბაზრო შეფასების ზრდით არის განპირობებული.
მსოფლიოს უმსხვილესი სუვერენული ფონდების ტოპ 10-ეული:
- ნორვეგიის მთავრობის საპენსიო ფონდი – 1 631 ტრლნ
- ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია – 1 350 ტრლნ
- საინვესტიციო კომპანია SAFE – 1 090 ტრლნ
- აბუ-დაბის საინვესტიციო ორგანო – 993 მლრდ
- საჯარო საინვესტიციო ფონდი – 925 მლრდ
- ქუვეითის საინვესტიციო ორგანო – 923.45 მლრდ
- GIC Private Limited – 770 მლრდ
- ყატარის საინვესტიციო ორგანო – 526.05 მლრდ
- ჰონგ კონგის სავალუტო ორგანოს საინვესტიციო პორტფელი – 514.22 მლრდ
- Temasek Holdings – 492.21 მლრდ