Tasteatlas-მა 100 საუკეთესო სნექის რეიტინგი განაახლა. რეიტინგში პირველი ადგილი ლიეტუვურმა სნექმა Kepta duona-მ დაიკავა, ხოლო ბოლო ადგილზეა გერმანული Bayerische Breze.
ასეულში მოხვდა 2 ქართული სნექი: ხაჭაპური და გოზინაყი.
ხაჭაპური რეიტინგში მე-3, ხოლო გოზინაყი 53-ე ადგილს იკავებს.
რეიტინგის პირველი 10 ადგილი ასე გამოიყურება:
- ლიეტუვა – Kepta duona
- აზერბაიჯანი – Qutab
- საქართველო -ხაჭაპური
- იტალია – Panzerotti
- ლიეტუვა – Bulviniai blynai
- ლიეტუვა – Kibinai
- სლოვაკეთი – Zemiakové placky
- საბერძნეთი – Skopelitiki tiropita
- ესპანეთი – Croquetas
- იტალია – Pizzette