საკონსულტაციო ფირმა Henley&Partners-მა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი იყოფენ. მათი პასპორტებით უვიზო მიმოსვლა 194 ქვეყანაშია შესაძლებელია. რეიტინგში ბოლო ადგილზეა ავღანეთი, მისი პასპორტით უვიზო გადაადგილება მხოლოდ 28 ქვეყანაში შეიძლება.
Henley&Partners-ის რეიტინგით საქართველოს 51-ე ადგილს იკავებს. ქართული პასპორტით უვიზო გადაადგილება ნებადართულია 122 ქვეყანაში. ქვეყანას რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი აქვს.
- რუსეთი – 52-ე ადგილი უვიზო მიმოსვლა 120 ქვეყანაში
- თურქეთი – 53-ე ადგილი – უვიზო მიმოსვლა 118 ქვეყანაში
- აზერბაიჯანი – 72-ე ადგილი – უვიზო მიმოსვლა 72 ქვეყანაში
- სომხეთი 75-ე ადგილი – უვიზო მიმოსვლა 69 ქვეყანაშია შესაძლებელია