დღის სიახლეებისიახლეები

ნავთობის ფასი თვიურად 7.1%-ით შემცირდა და ბარელზე $81.6 შეადგინა

0
გაზიარება

„გალტ&თაგარტის“ მიმოხილვის მიხედვით, აპრილი-მაისის გაყიდვები გლობალური ეკონომიკისა და მოთხოვნის სიჯანსაღის ეჭვების შედეგი იყო.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ისრაელ-ჰამასს შორის მოსალოდნელი ზავი ფასებს დაბლა სწევდა, თუმცა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის განცხადებით, ომი, სავარაუდოდ, კიდევ შვიდი თვე გაგრძელდება, რამაც გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მაღალ ნიშნულზე დატოვა.

თვის განმავლობაში სხვა მნიშვნელოვანი თემები OPEC+-ის შეხვედრა და ზაფხულის სამოგზაურო სეზონზე მოთხოვნის დინამიკის განსაზღვრა იყო. კერძოდ, მიწოდების მხარეს, OPEC+-ის წევრებმა პროდუქციის ნებაყოფლობითი შემცირებები 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს, რაც ბაზრისთვის მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი იყო. თუმცა, ის საკითხი, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან რიგ წევრებს შეეძლებათ თანდათანობით გაზარდონ ამჟამინდელი წარმოების ლიმიტები, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდა ჯამური შეზღუდვების დაახლოებით მესამედს მოიცავს, მას მაინც შეეძლება მოთხოვნა-მიწოდების დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. შესაბამისად, 3 ივნისის სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასი 3%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ოქტომბრამდე შესაძლოა გადაიხედოს და დამოკიდებული იქნება გლობალური ეკონომიკისა და მოთხოვნის დინამიკაზე.

მოთხოვნის მხარეს მოლოდინები დადებითია. აშშ-ში ზაფხულის სამოგზაურო სეზონი დაიწყო და 25-27 მაისის დღეებში თვითმფრინავებით მოსარგებლე მოგზაურების რაოდენობა ბოლო 20 წლის უმაღლეს ნიშნულზე იყო ავტომობილების ამერიკული ასოციაციის მიხედვით. დამატებით, ავია საწვავის მოხმარება (4 კვირის საშუალო) უმაღლეს ნიშნულზეა 2019 წლის შემდეგ. ამ ინდუსტრიაში პოზიტიური რიცხვები მოსალოდნელია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ნაკლებად პოზიტიურია მოლოდინები ავტომობილების საწვავის მიმართ. მიუხედავად ამისა, Bloomberg-ის მიხედვით, ფრენების მზარდი რიცხვი გადაფარავს სახმელეთო ტრანსპორტის ნაკლებ მოხმარებას და, სავარაუდოდ, ნავთობის ფასებისათვის ძლიერი საყრდენი იქნება.

აშშ-ს ენერგეტიკულ სექტორში მსხვილი გარიგებებისა და კონსოლიდაციის ტალღა კვლავ გრძელდება. ბოლო მაგალითი ConocoPhillips-ის მიერ Marathon Oil-ის შეძენაა, რითიც კომპანია კიდევ უფრო გაიმყარებს საკუთარ პოზიციას როგორც ნავთობისა და გაზის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი. მსგავსი შესყიდვები გასულ ოქტომბერში დაიწყო, როცა ExxonMobil-მა და Chevron-მა გამოაცხადეს სხვადასხვა მსხვილი გარიგებების შესახებ“,- ნათქვამია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!