ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად, წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ აუქციონზე 5 135 000 ლარად გამოიტანა
საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
3 124 500 ლარად იყიდება სანატორიუმი „რკინიგზელი“ აუქციონზე. პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 80 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 373 500 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
აუქციონები მიმდინარე წლის 21 ივლისს დასრულდება.
დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა.
ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი გრძელდება.