ელონ მასკი, Tesla-ს, SpaceX-ისა და სოციალური მედიის პლატფორმის X-ის აღმასრულებელი დირექტორი, Apple-ის OpenAI-სთან პარტნიორობით უკმაყოფილოა. Apple გეგმავს დაამატოს ChatGPT და AI ჩეთბოტი OpenAI-სგან, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ChatGPT-ის ფუნქციები პირდაპირ მათ მოწყობილობებზე გამოყენება შეეძლებათ.
მასკი მიიჩნევს, რომ ეს უსაფრთხოების დიდი პრობლემაა და თუ Apple ChatGPT-ს მათ მოწყობილობებზე დაამატებს, მან შესაძლოა Apple-ის ყველა პროდუქტი თავის კომპანიებში სრულად აკრძალოს. სან-ფრანცისკოში X სათაო ოფისის სტუმრებს Apple-ის მოწყობილობების კართან დატოვება მოუწევთ. ეს მოწყობილობები შეინახება სპეციალურ კონტეინერში, რომელიც ბლოკავს სიგნალებს.
Apple ამბობს, რომ კონფიდენციალურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი არ შეინახავენ მომხმარებლების პირად ინფორმაციას. OpenAI ასევე ამბობს, რომ ისინი მომხმარებლების მონაცემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
მასკი ადრე OpenAI-თან ახლო კავშირში იყო, მაგრამ 2018 წელს დატოვა. ახლა კი აკრიტიკებს. მან წელს OpenAI-ის უჩივლა კიდეც და თქვა, რომ მათ დაავიწყდათ მიზანი, რომ AI ყველასთვის სასარგებლო ყოფილიყო. მასკმა ასევე შექმნა საკუთარი AI კომპანია, სახელწოდებით xAI, რომელსაც აქვს პროდუქტი სახელად Grok.
Apple-ის განახლება ChatGPT-ით მომხმარებლისთვის უფასოდ ამ წლის ბოლოს ინქება ხელმისაწდომი(უახლეს iPhone, iPad და Mac-ზე).