სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის, ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 900 000 ევრო გახდა, მანამდე ფეხბურთელის ფასი 700 000 ევროს შეადგენდა. ასევე, 3 მლნ ევრომდე გაიზარდა საბა ლობჟანიძის ღირებულება (2 მლნ ევრო იყო).
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:
- ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო
- გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო
- ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
- ზურიკო დავითაშვილი -3 მლნ ევრო
- საბა ლობჟანიძე – 2 მლნ ევრო
- გიორგი ჩაკვეტაძე – 2,5 მლნ ევრო
- გიორგი გოჩოლეიშვილი – 2,5 მლნ ევრო
- გაბრიელ სიგუა -2,5 მლნ ევრო
- გიორგი ქვილითაია – 1,6 მლნ ევრო