2024 წელს, 5 თვეში, საქართველოში 105 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა- საქსტატი
სტატისტიკის მიხედვით, ამათგან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს 70 ობიექტი, ინდივიდუალური მეწარმეა 31, უცხოური საწარმოს ფილიალი 3, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირი 1.
2024 წელს იანვარში 15 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა, თებერვალში – 16, მარტში – 36, აპრილში – 22, ხოლო მაისში -16.
საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა უკვე მოქმედებს.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი გახდა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 13.9 მლნ აშშ დოლარი ჩინეთზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებლით, ქვეყნისთვის ჩინეთი რიგით მეშვიდე ინვესტორია.