ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაისურის ღირებულება სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში 200-დან 220 ლარამდე მერყეობს, საშინაო მაისური კი 60-იდან 200 ლარამდე. შედარებით იაფია გასული სეზონების სათამაშო და ოფიციალური ფორმები. მათი ღირებულება საშუალოდ, 120 ლარამდეა.
ზოგიერთ ონლაინ მაღაზიაში ოფიციალური სათამაშო მაისურების მარაგი ამ დროისთვის ამოწურულია.
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. „ევრო 2024“ გერმანიაში, დღეიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თამაშებს, თურქეთის წინააღმდეგ თამაში 18 ივნისს შედგება, ჩეხეთს 22 ივნისს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალიას – 26 ივნისს.