ისტორიაში პირველად, 18 საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 18 მარტს ვილი სანიოლის გუნდი თურქეთის ნაკრებს, ვინჩენცო მონტელას გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, თურქეთის ნაკრების ფასი კი 324.10 მლნ ევროა.
საქართველოს ნაკრები:
- ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო
- გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო
- ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
- საბა ლობჟანიძე – 3 მლნ ევრო
თურქეთის ნაკრები:
- ჰაკან ჩალჰანოღლუ – 45 მლნ ევრო
- ქენან ილდიზი – 30 მლნ ევრო
- არდა გულერი – 30 მლნ ევრო
- ორკუნ კეკჩუ – 27 მლნ ევრო
- ფერდი ქედიოღლუ – 21 მლნ ევრო
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს ხვალ, 18 ივნისს თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიას.