დღის სიახლეებისიახლეები

ცვლილება სარკინიგზო კოდექსში – ბილეთის საფასურის ანაზღაურება/კომპენსაცია

0
გაზიარება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილები შედის. პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.

დოკუმენტის მიხედვით, განსაზღვრულია მგზავრთა უფლებები, რომელთა დარღვევა, ბილეთის ფულის ანაზღაურებას და ფულად კომპენსაციებსაც ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია ბილეთში მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა 60 წუთით ან მეტი დაგვიანებით, დაგვიანებული მომსახურების განმახორციელებელმა სარკინიგზო საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მგზავრს შემდეგი უფლებებით სარგებლობა, საიდანაც მგზავრი ირჩევს ერთ-ერთს:

ა) ბილეთის მთლიანი ღირებულების ანაზღაურება მგზავრობის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც არ განხორციელდა, ან უკვე განხორციელდა, თუ ისინი აღარ ემსახურება მგზავრის თავდაპირველ მგზავრობის გეგმას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამგზავრების პირველ პუნქტში დაბრუნების მომსახურებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე;

ბ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და პირველივე შესაძლებლობისთანავე;

გ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და მგზავრისათვის მოსახერხებელ დროს.

ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა, მარშრუტის შეცვლა ხორციელდება დაგვიანებული მომსახურების განმახორციელებელი სარკინიგზო საწარმოს თუ სხვა სარკინიგზო საწარმოს მიერ, აღნიშნულმა არ უნდა წარმოშვას დამატებითი ხარჯები მგზავრისთვის.

ეს მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მარშრუტის შეცვლა მოიაზრებს მომსახურების უფრო მაღალი კლასის მქონე ტრანსპორტისა და ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობების გამოყენებას. სარკინიგზო საწარმოებმა უნდა მიმართონ გონივრულ ძალისხმევას დამატებითი დაკავშირებული რეისების/გადაჯდომების თავიდან ასაცილებლად და უნდა უზრუნველყონ რაც შეიძლება მცირე დროით დაგვიანება მგზავრობის მთლიანი დროის ფარგლებში. ამასთან, მგზავრები არ უნდა განთავსდნენ უფრო დაბალი კლასის სატრანსპორტო საშუალებებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი საშუალებები მარშრუტის შეცვლის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.

რაც შეეხება თანხის ანაზღაურებას, ეს უნდა მოხდეს მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

დოკუმენტის მიხედვით, მგზავრი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისათვის, თუ ის იგვიანებს ბილეთზე მითითებული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილებისას და ბილეთში გადახდილი თანხა ანაზღაურებული არ არის.

დაგვიანებისათვის გათვალისწინებული მინიმალური კომპენსაცია კი შეადგენს შემდეგს:

  • ბილეთის ღირებულების 25 %-ს 60-დან 120 წუთამდე დაგვიანებისათვის;
  • ბილეთის ღირებულების 50 %-ს 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისათვის.

ცვლილებების თანახმად, მგზავრი ვერ მიიღებს კომპენსაციას, თუ ის ინფორმირებულია დაგვიანების შესახებ ბილეთის შეძენამდე ან თუ სხვა მომსახურების ფარგლებში მგზავრობის გაგრძელებით ან მარშრუტის შეცვლით გამოწვეული დაგვიანების ხანგრძლივობა 60 წუთზე ნაკლებია.

ხოლო, სარკინიგზო საწარმო ვალდებული არ არის გადაიხადოს კომპენსაცია, თუ მგზავრის ბილეთში მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანება, მომსახურების შეწყვეტა ან მგზავრის გადასხდომის დაგვიანება გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:

ა) საგანგებო გარემოებები, რომლებიც არ უკავშირდება უშუალოდ რკინიგზის საქმიანობას, მათ შორის მეტეოროლოგიური პირობები, სტიქიური მოვლენები, ეპიდემია და სხვა.

ბ) მგზავრის ბრალით;

გ) მესამე პირის ქმედება, როგორიცაა ლიანდაგზე მყოფი ადამიანები, ელექტროგაყვანილობების ქურდობა, საგანგებო სიტუაცია ბორტზე, სამართალდამცავი ორგანოების ღონისძიებები, საბოტაჟი, ტერორიზმი ან სხვა.

ცვლილებების მიხედვით, მგზავრობის საფასური მგზავრს ასევე მთლიანად უბრუნდება ავადმყოფობის ან ბილეთში აღნიშნული ადგილით უკმაყოფილებისა და მის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!