იურიდიული ფირმა FLS | Full Legal Service 2015 წლის აპრილში ლაშა ცერცვაძის მიერ დაფუძნდა, 2017 წლიდან ლევან ჯანაშია კომპანიის მმართველი პარტნიორი გახდა, მათი ხელმძღვანელობით კომპანიამ მალევე მოიპოვა ბიზნესის სანდო პარტნიორის სტატუსი და დღემდე ბიზნეს წარმატების მიღწევაში ეხმარება.
კომპანიის მმართველებს, ბიზნესისათვის კონსულტაციის გაწევისა და დავებში წარმომადგენლობის, პრაქტიკული და აკადემიური საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება აქვთ, რაც პროფესიონალიზმის, მიწოდებული სერვისის ხარისხისა და შედეგიანობის გარანტიაა.
საქმიანობისას ბიზნეს-ეთიკის ზედმიწევნით დაცვა და მიღებული ინფორმაციის კონფიდენცილურობა, FLS –თან თანაშმროლობის შემთხვევაში გარანტირებულია ნებისმიერი პირისათვის.
„ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომელიც აუცილებელია ჩვენი კლიენტების მოთხოვნების დასაკაყოფილებლად, მუდმივად ცვალებად და განვითარებად გარემოში.
საქმიანობის დაწყებისას მთავარი იდეა და მიზანი იყო ის, რომ ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით მიგვეწოდებინა იურიდიული და საფინანსო კონსულტაცია და რჩევები ჩვენი კლიენტებისათვის.
ამ საქმიანობაში სანდო და საიმედო პარტნიორის სტატუსი არის შეუფასებელი აქტივი, რისი მოპოვებაც ჩვენმა კომპანიამ დროის მოკლე პერიოდში შეძლო“ – ლაშა ცერცვაძე, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი LLM, MLB.
FLS – ის გუნდი მზადა დახმარება აღმოუჩნოს ბიზნესებს საქართელოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონსა თუ ქალაქში, ფირმას ჰყავს არაერთი პარტნიორი კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ აშშ-ში, ისრაელში, ბრიტანეთსა თუ კონტინენტურ ევროპაში.
კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან ჯანაშიას განცხადებით FLS სრულ იურიდიულ მომსახურეობასთან ერთად, ეხმარება ბიზნესს პრობლემური აქტივების მართვასა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელებაში.
„ჩვენ წარმოვადგენთ კლიენტებს სასამართლოში, არბიტრაჟსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ისევე როგორც მედიაციის პროცესში.
იურიდიული ფირმა FLS არის ადგილი, სადაც ბიზნესი და სამართალი ერთმანეთს ხვდება. ჩვენი დევიზი სწოედ ისაა, რომ ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენ ნამდვილად შეძლებთ იპოვოთ სამართალი.
ჩვენი გუნდი მზადაა დაიცვას თქვენი და თქვენი ბიზნესის ინტერესები სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციასა თუ ტრანზაქციების დაგეგმვისა და განხროციელების პროცესში“ – ლევან ჯანაშია
FLS გთავაზობთ მომსახურებას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და საუკეთესო შედეგის მისაღებად, უარს აცხადებს საათობრივ მომსახურეობაზე, საქმეს ეთმობა იმდენ დრო, რამდენიც საჭიროა სასურველი შედეგის მისაღწევად.
კომპანიის მიზანია, გახდეს საერთაშორისო იურიდიული კომპანიების ქსელის წევრი და ამ გზით კიდევ უფრო გაამარტივოს/ხელმისაწვდომი გახადოს იურიდიული მომსახურების მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ისევე როგორც უზრუნევლყოს უცხოური ბიზნესისათვის, ეთიკური და მაღალ პროფესიონალური მომსახურების მიწოდება საქართველოში.
მისამართი/საკონაქტო ინფორმაცია :
შარტავას 40, მე-10 სართული, თბილისი/საქართველო.
e-mail: [email protected]
tel: 599955844
599651919