ივნისში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა. საქსტატის თანახმად, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5%,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ივნისში (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), პროდუქტების ნაწილი მაინც გაძვირებულია. მათ შორის, ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა მწვანილზე, ჭარხალსა და საზამთროზე.
ტოპ-5 გაძვირებული მომსახურება:
- ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 40%
- მღებავის მომსახურება – 32%
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 32%
- მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება – 17%
- ავტომობილის შეკეთება – 16%
საანგარიშო პერიოდში გაძვირებულია: ხინკალი რესტორანში – 12,3%-ით, ყავა კაფეში – 12%-ით, დასწრება კინოსეანსზე – 14%-ით, თვითმფრინავით მგზავრობა – 32% და ა.შ.