წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით 5 ივლისს გაიმართა: Business summit 2024, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დატვირთული იყო მნიშვნელოვანი/საინტერესო აქტივობებით.
აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ სამიტი მოიცავდა საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბიზნესების და მეწარმე ქალების მხარდასაჭერ პროექტს, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა განხორციელდა.
“ა(ა)ი.პ ხელსაქმის საგანამანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაცია პირველივე სამიტზე შემოუერთდა წარმატებულ ქართულ ბიზნესის ასოციაციას, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავუკავშირდეთ და ვითანამშრომლოთ ისეთ ორგანიზაციებთან, რომელთა ინტერესში შედის ხელნაკეთი ნამუშევრები და საგანმანათლებლო კურსები, ვორგშოპები. ყოველი სამიტი ჩვენთის იყო, ახალი ცოდნისა და იდეების განხორციელების შესაძლებლობა.
ბიზნეს შეხვედრა 2024 -ი ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამიტზე გამოიფინა ასოციაციის წევრთა ნამუშევრები. ცოდნის მიღება გამოცდილი სპიკერებიდან, ურთერთთანამშრომლობა და ნაწარმის პოპულარიზაცია-სწორედ ამ ყოველივეს მოიცავდა ბიზნეს სამიტი. მსგავსი ღონისიებები მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანის განვითარებისთვის, ასოციაციის სახელით მადლობაგვინდა გადავუხადოთ ორგანიზაციის დამფუძნებელს ქ-ნ მაია ტატულაშვილს ამ დიდი შესაძლებლობისთვის” – დარიკო ჩიხლაძე
“ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლიერი, რომ მომეცა საშუალება Business summit 2024 დასწრების, სგავსი ღონისძიებები უდაოდ მნიშვნელოვანია ქართული, როგორც დიდი კომპანიებისთვის, ასევე სტარტაპებისთვის, რადგან სამიტზე გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციები მცირე მეწარმეებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
მე ორ რადიკალურად განსხვავებულ ბიზნესს წარმოვადგენ. პირველი ეს არის მოდა და დიზაინი, ჩემი ბრენდი “Anna J” აწარმოებს ხელით და დაზგაზე ნაქსოვ ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ქალის, მამაკაცისა და ბავშვის. ხოლო მეორე კომპანია არის სტარტაპი, “ზაფრანა” საკონდიტრო საწარმოა, რომელიც საცალო და კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობს, როგორც კერძების, ასევე დესერტების მიმართულებით, კომპანიებს ვთავაზობთ სტაფის კვებას, კაფეტერიების უზრუნველყოფას და ასევე კორპორატიულ წვეულებებზე ფურშეტებს და სადღესასწაულო ტორტებს” – ანა ჯაჭვაძე, “Anna J” და “ზაფრანა” დამფუძნებელი
“საინტერესო ღონისძიება იყო, მრავალფეროვანი და წარმატებული მონაწილეებით. მსგავსი ღინისძიებები და მათში მონაწილეობა, ჩვენთვის დამწყები მეწარმეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა გავაცნოთ ჩვენი ნაწარმი აუდიტორიას. კომპანია “ფაჩუჩის” დამფუძნებლები ვართ: ელენე ბლიაძე და დეიდა ნათია ქვრივიშვილი. სახელოსნო, სადაც ფაჩუჩებს ვამზადებთ მდებარეობს შიდა ქართლში, საზღვრისპირა სოფელ დირბში. ნივთებს საჩუქრებად ვამზადებდით და შეკვეთებს ვიღებდით სანაცნობო წრიდან. 2020 წლიდან გადავწყვიტეთ ჩვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ გვექცია, მოზიდეთ დაფინანსება და ჩვენს ეზოშივე ავაშენეთ სახელოსნო. ვამზადებთ სხვადასხვა ნივთებს, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ ფაჩუჩზე, რომელიც მზადდება ქართული 100% ნატურალური მატყლისგან, ვთელავთ სველი წესით, რაც აისახება მის გამძლეობასა და ხარისხზე. დიზაინში ვიყენებთ ქართულ ორნამენტებს და რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებსაც. გვსურს ჩვენი ნაწარმი გავიდეს უფრო ფართო მასშტაბიან ბაზარზე, გავზარდოთ ცნობადობა, რაც მნიშვნელოვანია რადგან საქართველოში, როგორც მზარდი ტურიზმის ქვეყანაში ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნილება იზრდება, როგორც ტურისტების ისე ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან” – ელენე ბლიაძე, კომპანია “ფაჩუჩის” დამფუძნებელი