LASKARI – საქართველოში შექმნილი ნატურალური სურნელოვანი სანთლები, ინტერიერის დეკორაციისაა და კომფორტისთვის
LASKARI მიზანია – ხარისხიანი პროდუქციის წარმოება საქართველოში და ქართული ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
ივნისის თვეში LASKARI-მა წარმოადგინა ნატურალური სურნელოვანი სანთლების ახალი კოლექცია, რომელიც საქართველოს და ქართულ ტრადიციებს ეძღვნება.
გთავაზობთ კოლექციის პირველ 4 არომატს:
1. სანთელი TAMADA – ქართული სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარი გემო, არომატში შოკოლადის და კონიაკის ნოტებით;
2. სანთელი SAPERAVI – ნამდვილი ღვინისთვის დამახასიათებელი არომატით.
3. სანთელი AMBER WINE – თეთრი ყურძნის და ლეღვის ნოტებით, ინარჩუნებს ათასწლოვანი ტრადიციების გემოს;
4. სანთელი OLD TBILISI – ყველაზე თბილი მოგონებები საქართველოზე, მწიფე გარგარის და სანელებლების ნოტებით არომატში;
LASKARI-ს სანთლების ეთნო-კოლექცია, შესანიშნავი საჩუქარია თქვენი სტუმრებისთვის და საუკეთესო სუვენირს წარმოადგენს, რომელიც საქართველოსთან შექმნილ სასიამოვნო მოგონებებს გაგახსენებთ.
LASKARI-ს სანთლები:
- აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა – ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვისაც კი უვნებელი;
- ელეგანტური მინიმალისტური დიზაინი, რომელიც მოუხდება ნებისმიერ ინტერიერს;
- იწვევს სასიამოვნო ემოციებს – ანთებული სანთელი და მისი სურნელი ხომ ამშვიდებს ადამიანს, აუმჯობესებს განწყობას, ბალანსში მოჰყავს აზრები და გრძნობები.
LASKARI-ის სანთლები შეგიძლიათ შეუკვეთოთ ონლაინ ან შეიძინოთ მაღაზიებში:
Lovecrafts თბილისი, ანტონ ფურცელაძის ქ. #14. SweGe gallery თბილისი, სულხან-საბას ქ. #3.