კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ სამსახურის პოვნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის განათლება.
კვლევაში მონაწილე ასევე 27% მიიჩნევს, რომ სამსახურის პოვნისთვის ყველზე მნიშვნელოვანია ნაცნობობა. 15% ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სამუშაო გამოცდილებას მიიჩნევს, 9% – შრომისმოყვარეობას, 6% – გამართლებას, 5% – ასაკს, 3% – ნიჭს, 2% საჭირო ხალხის პატივისცემას, 1% – გარეგნობას, 1% – სხვას, 5% არ ვიცი/უარი პასუხზე.
ინფორმაციისთვის, კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული კვლევის ფარგლებში საქართველოში საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში მიმდინარეობდა.