2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ოქროს ადგილობრივი ექსპორტი წლიურად 10.4%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 49.926 მილიონი აშშ დოლარის, გასული წლის პირველ ექვს თვეში კი 45.219 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო.
2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე ოქრო ძირითადად შვეიცარიაში გავიდა. შვეიცარიის წილი ექსპორტში 92%-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად, წელს ოქროს ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:
- შვეიცარია – 45.86 მილიონი დოლარის;
- თურქეთი – 3.55 მილიონი დოლარის;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 517 ათასი დოლარის.
2024 წლის იანვარ-ივნისში იმპორტი წლიურად 213-ჯერ შემცირდა. წელს თუ იმპორტირებულია 320 აშშ დოლარის დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, შარშან იმავე პერიოდში ქვეყანაში 68 030 დოლარის ოქრო შემოვიდა. გასული წლის პირველ ექვს თვეში ოქროს იმპორტიორი თურქეთი იყო, წელს კი სრულად საფრანგეთია.