დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიოში ყველაზე მაღალი წლიური საშუალო ხელფასი ლუქსემბურგში, აშშ-სა და შვეიცარიაშია

0
გაზიარება

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ხელფასები ქვეყნებს შორის განსხვავდება: ამ სხვაობას როგორც ქვეყნების ეკონომიკური განვითარება, ცხოვრების ღირებულება, შრომის კანონმდებლობა და სხვა არაერთი ფაქტორი განაპირობებს. სწორედ ამ სხვადასხვაობას მიეწერება ის ფაქტიც, რომ მთელ მსოფლიოში შემოსავლის ზოგადი დონის შეფასება საკმაოდ რთულია.

ამ პრობლემის გადასაჭრელად ეკონომისტები მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ინდექსებს იყენებენ. ეს არის სხვადასხვა ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობით უნარს ათანაბრებს იმ მიზნით, რომ ქვეყნების მონაცემები ერთმანეთთან უკეთ შესადარისი გახდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩამოთვლილ ღირებულებებში გათვალისწინებულია განსხვავებები ქვეყნებს შორის ცხოვრების ღირებულებასა და ინფლაციაში.

PPP გაზომვები იყენებს საერთაშორისო დოლარს, რომელსაც შეუძლია შეიძინოს იგივე რაოდენობის საქონელი ნებისმიერ მოცემულ ქვეყანაში, როგორც აშშ დოლარს შეუძლია შეიძინოს ამერიკაში.

მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ინდექსით რომ გავზომოთ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი წლიური საშუალო ხელფასი ლუქსემბურგშიაშშ-სა და შვეიცარიაშია, შესაბამისად 78 30077 400 და 73 000 დოლარის მოცულობით.

სამივე ეს ქვეყანა არის მაღალგანვითარებული ეკონომიკა, სერვისების მძლავრი და გამართული სექტორებით, რაც, როგორც წესი, უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის საწინდარია. ამ ქვეყნებში ცხოვრების ღირებულებაც შედარებით მაღალია, რაც მოითხოვს უფრო მაღალ ხელფასს ცხოვრების სტანდარტული ხარისხის შესანარჩუნებლად.

ყველაზე მაღალი წლიური ანაზღაურებით მეოთხე და მეხუთე ადგილებს ბელგია და დანია იკავებს. ორი ქვეყნის შემთხვევაში ანაზღაურების მოცემულობა საშუალოდ 64 000 დოლარს აჭარბებს.

რეიტინგის ათეულში დარჩენილი პოზიციები ასე ნაწილდება:

ავსტრია – 63,802 დოლარი;
ნიდერლანდები – 63,225 დოლარი;
ავსტრალიას – 59,408 დოლარი;
კანადა – 59,050 დოლარი;
გერმანია – 58,940 დოლარი

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!