საქსტატის მონაცემებით, ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა მწვანე ლობიო, საზამთრო და ვაშლი.
2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტოპ-10 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტს:
- მწვანე ლობიო – 44.2%-ით გაძვირდა;
- საზამთრო – 39%-ით გაძვირდა;
- ვაშლი – 33.8%-ით გაძვირდა;
- ნიორი – 31.8%-ით გაძვირდა;
- ბადრიჯანი – 30.5%-ით გაძვირდა;
- ჭარხალი – 29.2%-ით გაძვირდა;
- ქლიავი – 26.6%-ით გაძვირდა;
- მანდარინი – 25.5%-ით გაძვირდა;
- კიტრი – 25%-ით გაძვირდა;
- ატამი – 24.5%-ით გაძვირდა.