2024 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში 735 734 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა – ინფორრმაცია შსს-ის სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა. დაფიქსირებული ვიდეოჯარიმებზე დარიცხულმა თანხამ კი 43 564 680 ლარი შეადგინა.
გადახდილი თანხის მოცულობამ 15 736 869.21 ლარი შეადგინა, აღსანიშნავია, რომ 20%-იანი შეღავათით 356 369 ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ისარგებლეს. ყველაზე მეტი ჯარიმა (383790) თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ აჭარასა (65170) და შიდა ქართლში (61559).
მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, ვიდეოჯარიმების რაოდენობა შემცირებულია, ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ქვეყნის მასშტაბით 747 568 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა. დარიცხული 45 259 060 ლარიდან, 15 183 443.95 ლარი გადაიხადეს.
2023-ში ჯამში 3 162 494 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა, დარიცხული 192 229 290 ლარიდან 56 138 432.17 გადაიხადეს.