Forbes-მა გამოაქვეყნა იმ პროფესიების ათეული, რომლებიც მიმდენარე წელს დასაქმებულთათვის ექვსნიშნა ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. რეიტინგი შეირჩა აშშ-ის ბაზრის კვლევის მაგალითზე და მოიცავს ექვსნიშნა ხელფასის მქონე რამდენიმე სექტორს, მათ შორის ტექნოლოგიებს, ჯანდაცვას, ფინანსებს და სამართალს.
როგორც Forbes-ის ამერიკული ბიურო წერს, რეიტინგში მოცემული ინდუსტრიები მაღალ ხელფასებთან ერთად, უზრუნველყოფენ სტაბილურობას და გრძელვადიან კარიერულ განვითარებას.
Forbes-ის მონაცემებით, TOP 10 ექვსნიშნა ანაზღაურების მქონე პროფესია:
- პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – ხელფასი: 105 331 დოლარი;
- ფინანსური მენეჯერი – ხელფასი: 110 643 დოლარი;
- ავიაკომპანიის პილოტი – ხელფასი: 110 816 დოლარი;
- მონაცემთა ანალიტიკოსი – ხელფასი: 123 039 დოლარი;
- პრაქტიკოსი მედდა – ხელფასი: 126 451 დოლარი;
- ბაზრის კვლევის ანალიტიკოსი – ხელფასი: 154 328 დოლარი;
- მთავარი იურიდიული მრჩეველი – ხელფასი: 158 564 დოლარი;
- ექიმი – ხელფასი: 194 306 დოლარი;
- ქირურგი – ხელფასი: 285 665 დოლარი;
- ანესთეზიოლოგი – ხელფასი: 354 537 დოლარი.
Forbes-ის რეიტინგი დამყარებულია სამუშაოს ძიების პლატფორმა Indeed-ის მონაცემებზე. რეიტინგში წარმოდგენილია საშუალო საბაზრო წლიური ხელფასი, რომელიც ეფუძნება კომპეტენციასა და გამოცდილებას.