Facebook-ის შექმნისას მარკ ცუკერბერგი მოგებასა და ფულზე არ ფიქრობდა, ის უბრალოდ საყვარელ საქმეს აკეთებდა და წარმატების ფორმულადაც ამას მიიჩნევდა.
სხვა ცნობილი მილიარდელებისგან განსხვავებით, მარკ ცუკერბერგი თავისი საიდუმლოებების გამჟღავნებას არ ჩქარობს, ამიტომაცაა,რომ სპეციალისტები თვითონ ცდილობენ Facebook-ის დამფუძნებლის შეცნობას. ცდილობენ, ჩასწვდნენ, თუ როგორ მოახერხა 26 წლის ახალგაზრდამ,მიეღწია ისეთი წარმატებისთვის რასაც დღეს ადამიანების 99%-იც კი ვერ მიაღწევს.
მარკ ცუკერბერგი მეტისმეტად მომთხოვნია.უყვარს კამათი,იშვიათად აქბე ს თანამშრომლებს,თუმცა ყველა პირობას უქმნის,სულითა და გულით რომ იმუშაონ.
2013-წლის მაისში, კომპანია Facebook-ის მილიარდელმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა,რომ არც მას და არც მის კომპანიებს სულაც არ განუზრახავთ რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავება. სიტყვის საქმით გასამყარებლად, მან უარი თქვა პრემიასა და ხელფასზე და წლიურ ანაზღაურებად, სიმბოლურად დოლარი დაიტოვა. თავისი 2 მილიონიანი ხელფასი კი კომპანიის შტატიანი თანმშრომლების ხელფასების გაზრდასა და ხვა საჭიროებებზე გაანაწილა.
მარკმა მაგალითი კომპიუტერული კომპანია apple-ის დამფუძნებელ, სტივ ჯობსისგან და google-ის დამფუძნებელების: ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინისგან აიღო.მარკი შემოსავლების დიდ ნაწილს ყოველთვის საქველმოქმედო საქმეებში ხარჯავს,თვითონ კი მეუღლესთან ერთად საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს.
საქმიანი მოლაპარაკებებისას მარკის უბრალოებასა და, გარკვეულწილად, დაუდევრობაზე ლეგენდებს ჰყვებიან. მაგალითად,ერთხელ თურმე,ყოველგვარი დაფიქრების გარეშე უარი თქვა დილის 8 საათზე Microsoft-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე,ერთხელ კიდევ Yahoo-ს მოწვევაზე,უარი განცხადა-ჩემი მეგობარი გოგონა ჩამოდის და დღეს არ მცალიაო.წარბიც არ შეუხრია,რომ მილიარდი დოლარის გარიგებაზე იყო ლაპრაკი.
დღეს მარკს საკუთარი შესაძლებლობების ღრმად სწამს, ფული კი… ძველებურად მოედინება მასთან.ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი უკვე გააკერპეს და მილიონობით ადამინი ოცნებობს მიუწვდომელი მწვერვალების მასავით დაპყრობაზე.თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ…