“ევროპის აკადემიური ცენტრი” წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, არაფორმალური განათლების გაძლიერებისა და საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ინოვაციურ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო და გაცვლით პროგრამებს.
ევროპის აკადემიური ცენტრი 2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა. დღემდე მისი პროგრამების ბაზაზე გადამზადდა 5000-მდე ადამიანი. ცენტრის მისიაა საზოგადოების უზრუნველყოფა ინტელექტუალური და კვალიფიციური, მაღალი ზნეობრივი და მორალური ფასეულობების მქონე ადამიანური რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას. ევროპის აკადემიური ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, არაფორმალური განათლების გაძლიერებისა და საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ინოვაციურ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო და გაცვლით პროგრამებს.
ცენტრის განმარტებით, გაცვლითი პროგრამების მიზანია, ორგანიზება გაუწიოს მოტივირებული ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც სხვადასხვა სემინარზე გაემგზავრება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ჩაუტარდებათ თრენინგები არაფორმალურ განათლების სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული კულტურის და სხვა ფასეულობების გაცნობას.
ცენტრში ისწავლება საბუღალტრო, კომპიუტერული, სამართლის პრაქტიკული კურსები, ინგლისურის, იტალიურის და სხვა.