დიზაინიდღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიტანსაცმლის დიზაინიუცხოური ბიზნეს სიახლეები

ფეხსაცმლის გონიერი გამყიდვლის გიჟური იდეა

0
გაზიარება

იცოდით,რომ გასული საუკუნეების 60-იანი წლების დასაწყისში სირბილს სპორტის სახეობად არც აღიქვამდნენ ? იმხნად ყველა მორბენალს შერეკილად მიიჩნევდნენ და ვერავის წარმოედგინა, რომ ადამიანს მხოლოდ შეჯიბრისთვის კი არა, საკუთარი სიამოვნებისთვისაც შეეძლო ერბინა. მათ სასტიკად დასცინოდნენ. მაგალითად: ზოგიერთი მძღოლი მორბენალ ადამიანს რომ გაუსწორდებოდა,მანქანას ოდნავ დაამუხრუჭებდა,ფანჯრიდან გადაიწეოდა, თავზე ლუდს გადაავლებდა და მორბენალს მიაძახებდა: ცხენი იშოვე!

24 წლის ფილ ნაიტი, სწორედაც რომ სირბილით იყო გატაცებული და ვარჯიშობდა კიდეც,მაგრამ გამარჯვებაზე ამაოდ ოცნებობდა, ერთ დღესაც დაფიქრდა, იქნებ სხვა საშუალებაც არის,რომ იგივე შევიგრძნო, რასაც სპორტსმენები შეიგრძნობენ, როდესაც იმარჯვებენო, და სწორედ ამგვარმა ფიქრმა მიიყვანა იგი გიჟურ იდეამდე.

A History Of Nike | Thrifted - Vintage Clothing

ნაიტს ძალიან მოსწონდა იაპონური სპორტული ფეხსაცმელი ,,ტაიგერი’’ და სწამდა ,რომ ის ფეხსაცმლის ბაზარზე ევოლუციას მოახდენდა.

1963 წელს იგი იაპონიაში გაემგზავრა და იქ მიაკვლია ფეხსაცმლის კომპანია ,,ონიცუკას’’ სწორედ იმ კომპანიას, რომელიც მის რჩეულ სპორტულ ფეხსაცმელს კერავდა. ის შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელებს, მათ კი უპირველესად ჰკითხეს თუ რომელი კომპანიისთვის მუშაობდა თავად. ნაიტს საკუთარი კომპანია არ ჰქონდა, იგი ძალიან ახალგაზრდა იყო და ამ შეკითხვამ ძალიან დააბნია, ისე, რომ ლამის გამოქცევაც უნდოდა იქიდან, მაგრამ მალევე გამოფხიზლდა, მხნეობა მოიკრიბა და რა სახელწოდებად პირველად ამოუტივტივდა თავში ის დაასახელა- Blue Ribbon Sports! თან დაამატა,ამერიკაში მთელი ბაზარი Adidas-მა დაიპყრო, მაგრამ მათ ძალიან მაღალი ფასები აქვთ. თუკი ბაზარზე მათზე დაბალი ფასებით შევალთ, დიდ მოგებას მოგვიტანს-ბაზრის პოტენციალი მილიონი დოლარიაო!

იაპონელები აშკარად გაოგდნენ და დათანხმდნენ. ბედნიერი ნაიტი კი დაბრუნდა აშშ-ში,იაპონელემა მას თავისი პროდუქციის რამდენიმე ნიმუში გაუგზავნეს. გასაოცარი იყო,ის რომ იაპონელებმა გზავნილი,დაახლოებით,ოთხი თვის განმავლობაში დააბრკოლეს,ხოლო როდესაც,ბოლოს და ბოლოს,ის ადრესატმა მიიღო,ყუთში მხოლოდ 12 წყვილი კრემისფერ-თეთრი სპორტული ფეხსაცმელი იდო, ის მართლად შესანიშნავი იყო და ნაიტი ბედნიერებისგან ხტოდა. მერე კარგად რომ მოისიყვარულა ფეხსაცმელი სირბილში თავის მწვრთელსა და მეგობარს-უილიამ ჯეი ბაუერმანს,იმავე-ბილ ბაუერმანს- აჩვენა.მასაც ძალიან მოეწონა ფეხსაცმელი, მაგრამ უფრო მეტად ბიზნესის იდეა დაუჯდა ჭკუაში და დაუფიქრებლად დადო თავისი წილი. თითოეულმა 500-500 დოლარი შეიტანა იმ საქმნის დასაწყებად,რაც მომავალში იქცა Nike-ად. ეს ამბავი 1964 წლის 25 იანვარს მოხდა.

ნაიტმა ეგრევე შეუკვეთა იაპონელებს იმ 1000 დოლარის 300 წყვილი ფეხსაცმელი,მიიღო თუ არა ახალი პარტია,სამსახურს თავი დაანება და სპორტულ მაღაზიებს თავადვე სთავაზობდა იაპონურ ფეხსაცმელს,მაგრამ გამყიველების რეაქციამ გააოცა.ისინი ეუბნებოდნენ,შვილო,მსოფლიოს აღარ სჭირდება კიდევ ერთი ახალი სპორტული ფეხსაცმელიო.მას შემდეგ,რაც ნაიტს რამდენიმე მაღაზიაში ასე შემოუბრუნდა საქმე,ფეხსაცმელს სთავაზობდა მხოლოდ მწვრთნელებს და მორბენლებს უშუალოდ სპორტულ შეჯიბრებებზე.აქედან დაიწყო და შეკვეთები კი არ მოდიოდა,მოდინებოდა! ფაქტია,ნაიტმა ჯეკპოტი მოხსნა!

ერთ დღესაც,მოულოდნელად,ნაიტმა სხვა გამყიდვლებისგან მეტისმეტად პირქუში წერილი მიიღო. გამყიდველი გარეგნობით სიგარეტ ,,მალბოროს’’ სახეს-კოვბიოს -წააგავდა.მან ნაიტს განუცხადა,რომ სინამდვილეში თავად იყო კიჰაჩირო ონიცუკას ექსკლუზიური პარტნიორი ამერიკაში,ნაიტს კონტრაბანდისტობა დასწამა და გაყიდვების შეჩერება მოსთხოვა.

ამ ამბავმა ნაიტი დეპრესიაში ჩააგდო,რატომღაც ონიცუკა მის წერილებს აღარ პასუხობდა. ნაიტმაც ლამის აღარა დამარცხება და ბიზნესიც მიატოვა,მაგრამ მაინხ შეძLო თავის ხელშI აყვანადა და ვითარების გასაგებად იაპონიაში გამგზავრება. იქ გაარკვია,რომ მენჯერი,ვისთანაც ადრე ხელშეკრულება გააფორმა,კომპანიიდან წასულა.ამიტომ ამჯერად,ნაიტი თავად კომპანიის ამფუძნებელს ,ბატონ ონიცუკას შეხვდა. დამწყებმა ბიზნესმენმა ეს უკანასკნელი დაარწმუნა,რომ დასავლეთ შტატებში მისი უფლებები უნდა დაებრუნებინა და ამგვარად,ნაიტმა მართლა გადაარჩინა ბიზნესი. ყველაფერთან ერთად ისიც კი შეძლო,რომ იქვე შეუკვეთა ფეხსაცმლის უდიდესი პარტია-30 ათასი დოლარის ღირებულების და ისე დაბრუნდა სამშობლოში.

History Check – 45 Years of Nike Cortez - Sneakers Magazine

აშშ-ში დაბრუნებულმა ნაიტმა თავისი რჩეულის გაყიდვა განაგრძო სპორტულ ღონისძიებებში და ერთხელაც შემთხვევით უნივესრიტეტელ მეგობარს-ჯეფ ჯონსონს-გადაეყარა.ისიც სპორტულ ფესაცმელს ყიდდა,ოღონდ ,,ადიდასს’’.

ნაიტმა ჯეფს უთხრა,ეშმაკსაც წაუღია ,,ადიდასი’’ მოდი ,,ტაიგერი’’ გავყიდოთო. ჯონსონს მორბენალი ღვთის რჩეულად მიაჩნდა ,ხოლო თავად სირბილს რომანტიკულ დამისტიკურ საქმიანობად აღიქვამდა.ამიტომაც მოიწონა ნაიტის იდეა,გაეყიდათ იაპონური სპორტული ფეხსაცმელი და იოალადაც დათანხმდა მეგობარს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!