28 თებერვალს სპორტკომპლექს „არენა 1-ში“, „სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა“ და „საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის“ ერთობლივი პროექტის, ყინულის მოედნის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია, დამსწრე საზოგადოებას ფონდის თავმჯდომარემ, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და არენის დამფუძნებელმა გურამ გოგოლაძემ გააცნეს. ყინულის ახალი დარბაზი სპორტკომპლექს „არენა 1-ში“ მოეწყობა, მშენებლობა კი მალე დასრულდება.
უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილ დარბაზში ვარჯიშის საშუალება, ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენელ სპორტსმენებს ექნებათ.