დღის სიახლეებიგანათლებაპროფესიული განათლებასაზღვარგარეთ სწავლასაინტერესო სიახლეებიუმაღლესი განათლება

ვინ არის ქართველი მოსწავლე, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის?!

0
გაზიარება

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მიქაელ ხარაძე სრული დაფინანსებით ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში  334 000$-იანი სრული დაფინანსებით ისწავლის და სწავლას კომპიუტერული  მეცნიერებების მიმართულებით განაგრძობს.

მიქაელმა SAT გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა დააფიქსირა 800/800.

მიქაელი არის:

  • ლატვიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 2022 წლის საერთაშორისო ჰაკათონის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი.
  • ინფორმატიკის ოლიმპიადა Olyinfo-ს 2022 წლის შემოდგომის ერთ-ერთი გამარჯვებული.
  • კინგსის ინგლისურის ეროვნული ოლიმპიადის 2021 წლის გაზაფხულის გამარჯვებული.
  • EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club Congress-ის ერთ-ერთი დელეგატი 2021 წლიდან.
  • მიქაელმა გაიარა სტაჟირება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიმართულებით ხალიკ ბანკში 2021 წლის ზაფხულში.
  • The Teen Magazine ონლაინ ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორია 2021 წლიდან.

ამ წარმატებების პარალელურად მიქაელს თავისუფალ დროს უყვარს მოთხრობების წერა ინგლისურ ენაზე. ასევე აინტერესებს ეკონომიკური თეორიები და ფსიქოლოგია.

წყარო: სკოლა პანსიონი კომაროვი

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!