სტარტაპებიRSS კატეგორიაგანათლებადღის სიახლეებიიმერეთიმთავარიმთავარი ამბები

,,ფარშევანგი” პირველი ქართული სოციალური საწარმო შშმ და სოციალურად დაუცველი პირებისთვის

0
გაზიარება


სოციალური საწარმო ,,ფარშევანგი“–ის შექმნის იდეა ახალგაზრდულ ინიციატივას უკავშირდება. 2012 წელს ქუთაისის ერთ–ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებთან ერთად საახალწლო მისალოცი ბარათები დაამზადეს. აღსაზრდელებისთვის ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან შესაძლებლობა ჰქონდათ ილუსტრაციები ბარათებზე ქვილინგის ტექნიკით აეწყოთ. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ეს ბარათები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შესთავაზეს და მათი რეალიზებაც მოახდინეს. შემოსული თანხით კი დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის განმავითარებელი სათამაშოები შეიძინეს.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ამავე სამოქალაქო კლუბის წევრებმა ინიციატივა გაიმეორეს და ამჯერად, სიყვარულის დღესთან დაკავაშირებით უფრო მეტი ბარათი დაამზადეს, ხოლო გაყიდული ბარათებიდან მიღებული თანხით სოლიდური საჩუქრები შეიძინეს. რაც მთავარია, ამ აქტივობით ორივე მონაწილე მხარემ სიამოვნება მიიღო. მოსწავლეებს უხაროდათ კეთილი საქმის კეთება, ხოლო დღის ცენტრის აღსაზრდელებს მოსწონდათ როგორც ბარათების დამზადების, ისე საჩუქრების მიღების პროცესი.

ამასთანავე, ამ ახალგაზრდული ინიციატივის განხორციელების პროცესმა ცენტრის მენეჯმენტს ბარათების პოპულარობის მიღმა აშკარად დაანახა, რომ მათი დამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისთვის ერთ–ერთი ეფექტური გზა შეიძლება გამხდარიყო. სწორედ აქედან გამომდინარე, გაჩნდა სოციალური საწარმო ,,ფარშევანგის“ დაარსების იდეა, რომლის თავდაპირველ საქმიანობად ქვილინგის ტექნიკით მისალოცი ბარათების დამზადება იქცა.

No photo description available.

ქვილინგი ქაღალდის დახვევის ხელოვნებაა, რომელიც გულისხმობს ნამუშევრები შეიქმნას სივრცესა და სიბრტყეზე. ქაღალდის გრძელი და ვიწრო ზოლებისაგან მზადდება ქვილინგის ელემენტები, ე.წ. მოდულები და მათი საშუალებით სხვადასხვა კომპოზიციების აწყობა ხდება. იგი ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას, ნებისყოფის უნარს და ხელის წვრილ მოტორიკას.

სოციალური საწარმო ,,ფარშევანგი” მზარდი პოტენციალის მქონე საწარმოა, რომლის სოციალური მისია ქვეყანაში დღეისათვის არსებულ ყველაზე აქტუალური და მწვავე პრობლემის – დასაქმების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტას ემსახურება. საწარმოში დღეს 11 პირია დასაქმებული, მათგან ექვსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხუთი სოციალურად დაუცველი. კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა 15-მდე იზრდება.

სოციალური საწარმო ,,ფარშევანგი“ სანდო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეგიონალური ორგანიზაციაა, რომლის განვითარების პროცესი მომხმარებლებსა და პარტნიორებზე ორიენტირებულ ნოვატორულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებელთა სურვილებსა და მოთხოვნებს, რადგან გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

სოციალური საწარმო ,,ფარშევანგის“ მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნითა და დასაქმებით.

საწარმოს პროდუქციის რეალიზაციის მასშტაბებისა და შემოსავლების ზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირშია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან. სოციალურ საწარმო ,,ფარშევანგში“ ყველა ახალი თანმშრომელი გადის რამდენიმედღიან სწავლებას, რომლის განმავლობაშიც ეცნობიან საწარმოს წესებს, შექმნის მიზანსა და საქმიანობას. გარდა ამისა, ისინი ინფორმაციას იღებენ ღირსების შენარჩუნების ეთიკური ნორმებისა და ერთმანეთთან მიმართვის დროს გამოსაყენებელი ტერმინოლოგიის შესახებ. მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს გუნდში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ჰარმონიული, მხარდამჭერი და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. საწარმოში დასაქმებული პირები გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით შესასრულებელი სამუშაოს მიმართ. ,,ფარშევანგი” მხარს უჭერს მათ შემოქმედებით განვითარებას და ახალი, კრეატიული ინიციატივების განხორციელებას.

საწარმოს პროდუქცია

სოციალური საწარმო „ფარშევანგი“ მომხმარებელს ქვილინგის ტექნიკით დამზადებულ შემდეგ პროდუქციას სთავაზობს:

● მისალოც ბარათებს;

● სუვენირებს;

● ცნობილი მხატვრების ნამუშევრების რეპროდუქციას;

● ინკლუზიური განათლების დამხმარე მასალებს;

● განმავითარებელ სახელმძღვანელოებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!