ახალი ელექტრონული ბაზარი – Veli.store, რომელიც მომხმარებლებს იმ პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო.
ბრენდის მიზანი საყიდლების ონლაინ შეძენისას საუკეთესო გამოცდილების დანერგვა და ამ გზით, ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. Veli.store-ის ახალი კამპანიაც სწორედ ამ იდეის ირგვლივ ერთიანდება: www.veli.store -ზე შესული ადამიანი დარწმუნდება, რომ ამ ციფრულ სივრცეში ყველაფერი არის, რაც მას სჭირდება და სტერეოტიპული წარმოდგენებისგან განსხვავებით, შეძენისას სრულად უმტკივნეულო და კომფორტული სერვისით ისარგებლებს.
ყოველდღიური საყიდლების ციფრული ველი, ამ ეტაპზე, 8 კატეგორიას აერთიანებს: ტექნიკა, სილამაზე & თავის მოვლა, წიგნები, ბავშვის მოვლა, სათამაშოები, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები და სახლის მოვლა.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მასშტაბით შეძენილი პროდუქტების მიწოდება იმავე დღეს, 3 საათში ხდება, ხოლო მიტანის სერვისი უფასოა.
ველი რეგიონების მასშტაბითაც ოპერირებს და ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია პლატფორმით ისარგებლოს. რეგიონების შემთხვევაში, მიწოდების დრო, ამ ეტაპზე, 3-5 სამუშაო დღეა.